
ავტორი
Front News საქართველო
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის ტელეფონში, რომელიც ოჯახს წელიწადნახევრის შემდეგ დაუბრუნეს, Facebook და Whatsapp წაშლილია.
“როგორც კი დაგეგმეს, რომ ნივთები უნდა დაებრუნებინათ, ტელეფონიდან მიზანმიმართულად ამოშალეს მთლიანად Facebook-ი, იმიტომ, რომ იმ Facebook-ზე ისინი ავრცელებდნენ ძალიან ცუდ, ბინძურ და გარყვნილ ჭორებს, ვითომ ჰქონდა იქ რაღაცა. ეს მე დღეს თქვენთვის რომ არ მეჩვენებინა სიმართლე, Facebook-ი წაშლილია.
რაც შეეხება whatsapp-ს, გიორგობიანის ენით, რომელიც იყო დიდი დანაშაული, მცდელობა, რომ დაებრალებინა თემირლანისთვის ეს ტერორიზმი, ჩემი ოჯახისთვის, მთელი პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ქისტებისთვის, იქნა გავრცელებული ძალიან დამახინჯებულად და შეურაცხმყოფელად. რაც არ ყოფილა whatsapp-ში, არ ჰქონია მას არავისთან საუბარი, ეს ტელეფონიც ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს და რასაც ესენი ავრცელებდნენ და მე და ჩემ ოჯახს გვანადგურებდნენ, იმ whatsapp-შიც არაფერი მასეთი არ არის”, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
თაგები:
მალხაზ მაჩალიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს