Logo

მამია ბალახაძე – ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის

სამხედრო
1145
Frontnews image description

“ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის” – ეს განცხადება აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ გააკეთა.

“დემოკრატიული, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უზრუნველყოფა ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, ლიდერების დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევების, საუკეთესო სამხედრო და აკადემიური განათლების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოფიცერთა შემადგენლობით.

აკადემიისათვის უმნიშვნელოვანესია ღირსეული მომავალი სამხედრო ლიდერების მომზადება, აკადემიის ყველა კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს ლიდერისათვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევები და სამხედრო მომზადების ისეთი დონე, რომელიც განაპირობებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მათ კონკურენტუნარიანობას.

ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის”, – განაცხადა მამია ბალახაძემ.

Advertisement