მამია ბალახაძე თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა, რომელსაც აკადემიის მეთაური ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე ესწრებოდა.
აკადემიის მაგისტრატურის მიმართულებაზე წარმატებით ხორციელდება თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატიის და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამები. სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შედეგების მიხედვით და მაგისტრატურის საბჭოს გადაწყვეტილებით სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების 40 კურსდამთავრებულს მიენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობებში.
აღსანიშნავია, რომ აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია, როგორც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და ქვეყნის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში დასაქმებული, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული სამოქალაქო პირებისათვის აკადემიური განათლების მიცემაზე.
თაგები:
მამია ბალახაძე




