მამუკა არეშიძე – რასაკვირველია, გლობალური ომის პარტია არსებობს, ამერიკის ყველა პრეზიდენტი ამ ფრაზას იყენებდა


ავტორი
Front News საქართველო
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ რადიო 98.5-ში გლობალური ომის პარტიის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, ის არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყანა.
ამასთან, მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ამ ტერმინს ამერიკის ყველა პრეზიდენტი იყენებდა, შესაბამისად გაურკვეველია საქართველოში ეს ფრაზა რატომ არის კრიტიკის და დაცინვის საგანი.
“როცა არის გლობალურ ომის პარტიაზე [საუბარი], აქ ხომ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ქვეყანაზე, რომ გინდა თუ არა ეს ქვეყანა იყოს. მეც არ მომწონს ეს ტერმინი, მაგრამ ეს ტერმინი ეიზენჰაუერის მოგონილია, Deep state ჰქვია მაგას. შემდეგ კენედი იყენებდა, ყველა ამერიკის პრეზიდენტი ამ ფრაზას იყენებს და რატომ არის საქართველოში ეს ფრაზა ასეთი კრიტიკის, დაცინვის საგანი ვერ გეტყვით. გლობალური ომის პარტია არის რასაკვირველია, იგივე ისრაელის შემთხვევაში. დღეს მოვისმინე ყოფილი პრემიერის, ლიბერმანის ინტერვიუ ისრაელში მიმდინარე პროცესზე და ის ახსენებს გლობალურ ომის პარტიას“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა