Logo

მამუკა გამყრელიძე – იმის იმედი, რომ დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ჩინეთი მოგვეხმარება, ეს არის ინფანტილური ბოდვა

პოლიტიკა
1553
Frontnews image description

იმის იმედი, რომ დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში ჩინეთი მოგვეხმარება, ეს არის ინფანტილური ბოდვა. ჩინეთის ინტერესები იქნება, პირველ რიგში, მიმართული რუსეთის ინტერესების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ “ევროპული დემოკრატების” წევრმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო დასავლურ პრინციპებზე უნდა აიგოს.

 

“ჩინეთის ინტერესები იქნება, პირველ რიგში, მიმართული რუსეთის ინტერესების დასაცავად და მხარდასაჭერად. ხელისუფლებამ არ უნდა გააჩინოს ზედმეტი მოლოდინები იმისა, რომ ჩინეთი დაგვეხმარება დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, ეს არის ინფანტილური იმედები, აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებაც მოგვცა დასავლეთმა – ეს არის  ეკონომიკის აღმასვლა, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ. დასავლურ პრინციპებზე ავაგოთ სახელმწიფო და შემდეგ ნახავთ უკვე, როგორი კავშირები დამყარდება ჩვენსა და დროებით დაკარგულ ტერიტორიებს შორის. იმის იმედი, რომ ამაში ჩინეთი მოგვეხმარება, ეს არის ინფანტილური ბოდვა, მაპატიეთ ამ სიტყვის გამოყენებისათვის”, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

 

ნიუ იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას ხმა არ მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ და ზიმბაბვემ. კენჭისყრას არ დაესწრო ჩინეთი, შესაბამისად, ჩინეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები