მამუკა ხაზარაძე - "არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“


ავტორი
Front News საქართველო
"არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, "კი, ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი „ქართულ ოცნებას“ ყველა დონეზე ჩააბეტონებს.
"არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.
რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების“ სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.
რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!
რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“, – წერს ხაზარაძე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს