Logo

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

სამართალი
306
Frontnews image description

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. ოპოზიციონერ ლიდერებს ხელბორკილები კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ოფისთან დაადეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8 თვით პატიმრობა დღეს შეუფარდა. ორივე მათგანს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები არ დასწრებიან.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დროებით საგამოძიებოს კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძესაც.

Advertisement