Logo

მამუკა ხაზარაძე - "ძლიერ საქართველოს" არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს

პოლიტიკა
580
Frontnews image description

გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს "ძლიერ საქართველოს", პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება კი იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ციხიდან გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოპოზიციაში დაპირისპირების მიზანს ემსახურება.

"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც გვამხნევებდნენ, მადლობა მედიას. დღევანდელი გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, ჩვენ - მე და ბადრი ჯაფარიძე შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე. ჩვენ არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი, მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა, მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები იმავე მუხლით, იმავე "დანაშაულით" იხდიან სასჯელს. მე და ბადრის დღეს გამოშვება, რომელსაც არ ველოდით და 8-თვიანი ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს ერთი რამის გამო - მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ე.წ. შავი პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ. ის, რაც ე.წ. პრეზიდენტმა გააკეთა, არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანების თავისუფლებით მანიპულირება, სამართლის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანებით ვაჭრობა. თუ უახლოეს დღეებში ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპაიტმრებს, ეს იქნება დიდი ლუსტრაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება", მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას პირადი ინტერესებისთვის. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა მოვიშოროთ. გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს "ძლიერ საქართველოს", პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება კი იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი ერთი გვაქვს - ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენით. არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ვიჯექით ციხეში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები