მამუკა ხაზარაძე - ევროკავშირმა და ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მტკიცე პასუხი უნდა გასცენ ამას

ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას, – ამის შესახებ "ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში ეჭვს არ ტოვებს – ის მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას და მიზანმიმართულ ნაბიჯებს პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად.
"კომისია საქართველოს მხოლოდ სახელით მიიჩნევს კანდიდატ ქვეყნად“, – ეს განცხადება ასახავს ბიძინა ივანიშვილის პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული არჩევანის მქონე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და მისწრაფებებს.
ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის.
ევროკავშირმა და ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მტკიცე პასუხი უნდა გასცენ ამას, დემოკრატიული უკუსვლის და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესების გზით.
ჩვენი გზა ნათელია – საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩრდილქვეშ“, – წერს ხაზარაძე X-ზე.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


