Logo

მამუკა მამულაშვილი – 2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი

სამხედრო
30.03.2025 / 15:45
Frontnews image description

2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი და რუსული ინტერესების გატარება! – ამის შესახებ “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფის, ქართული ლეგიონის მეთაური და ყველა იმ საომარი მოქმედებების მონაწილე, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა საქართველოში რუსული ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, ჩემი და ქართული ლეგიონის მებრძოლების სახელით ვაცხადებ:

2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი და რუსული ინტერესების გატარება!”, – წერს მამუკა მამულაშვილი.

“ქართულმა ოცნებამ” ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, 2008 წლის ომის საკითხის შესწავლა დაიწყო. კომისიის ფარგლებში გამოიკითხნენ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერლები.

 

Advertisement