მამუკა მამულაშვილი - ეკლესიამ არ უნდა მისცეს ამის უფლება, რომ გამოიყენონ ოკუპაციური ჯარის სახელად ქართველი წმინდანის სახელით

ავტორი
Frontnews საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, ეკლესიამ არ უნდა მისცეს ამის უფლება, რომ გამოიყენონ ოკუპაციური ჯარის სახელად ქართველი წმინდანის სახელით, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ეროვნული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი გათვლილია საქართველოს დისკრედიტაციისთვის.
"ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, ეკლესიამ არ უნდა მისცეს ამის უფლება, რომ გამოიყენონ ოკუპაციური ჯარის სახელად ქართველი წმინდანის სახელით.
გასაგებია, რომ ეს ყველაფერი გათვლილია საქართველოს დისკრედიტაციისთვის, იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან ერთად მოხვდეს სანქციების სიაში, ისედაც, ბოლო პოლიტიკური და ევროპული მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო მოხვდეს, როგორც რუსეთის თანამონაწილე, დამნაშავე. ასე რომ, პრინციპი გასაგებია", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს.
თაგები:
მამუკა მამულაშვილი




