
ავტორი
Front News საქართველო
რუსული ხელისუფლება როდის გეყოლებოდათ იცით? ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ვიღაც-ვიღაცები, არ დავაკონკრეტებ, მაგ მოწოდებაზე რომ წავყვეთ. მაგ შემთხვევაში, მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში თბილისში რუსული ტანკები იდგებიან და გეყოლებათ რუსული ხელისუფლება და მერე მიხვდებით, რუსული ვინ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, სწორედ ის ადამიანები, შეიცვლიან პოზიციებს, რომლებიც დღეს რუსეთთან მებრძოლებად ცდილობენ თავის წარმოჩენას.
“იმ რუსულ ხელისუფლებაში რომ გეყოლებოდათ ვიღაცები, დღეს რომ ეტრფით და გგონიათ ანტი-ოკუპანტები, აი, ის ხალხი უკან რომ გადაბარგდებოდნენ, მერე მიხვდებოდით, რას ნიშნავს რეალურად რუსული ხელისუფლება. მაგ ნარატივს მერე ცოტა სხვანაირად შეხედავდით და “ვაიმე, დაგვღუპესო“, იტყოდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება რომ აჰყვეს იმ მოწოდებებს, რაც მათი ეთერებიდან ისმის, “აქ იქნებიან რაღაც პერიოდის შემდეგ რუსული ტანკები და ეს უნდათ ვიღაცებს”.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს