
ავტორი
Front News საქართველო
ისე გაოცებული ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“რწმენის დონეზე გაქვთ ატანილი რაღაც საკითხები. თუ იტყუება ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის. ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება ხომ? ისე გაოცებული ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინც არ უნდა იყოს.
ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა შევთანხმდეთ, ვინც არ უნდა იყოს, თუ ტყუილს იტყვის, ჩვენ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი. დიახ, ვინც არ უნდა იყოს, თუ იტყვის იმ ტყუილს, რომელიც ბევრჯერ ითქვა, რომ ის კანონი, რომელიც ხალხის ძალამ დაარეგისტრირა, არის რუსული, არის უბრალო ტყუილი კი არა, ძალიან ცუდი ტყუილი”, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს