Logo

მამუკა მდინარაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან

პოლიტიკა
83
Frontnews
მამუკა მდინარაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომლებიც რეგიონებშია დაწყებული.

"მინდა, ვისაუბრო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი - ხიდი, გზა, წყალი, გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული პროექტები, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის შესრულებული. მინდა, გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ყველას ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას ვაფრთხილებ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ. დროულად და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული.

არ ვაპირებ არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დასწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები