
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
“რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რომელზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, შემიძლია, გითხრათ, უკვე რა მოხდა და როგორ გაგრძელდება პროცესები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ერთ კანონპროექტზე, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული.
რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ ყოფილიყო ფორმალიზება, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, გამოწვევის გზებს როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ, რომ ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს