მამუკა მდინარაძე - ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს

ავტორი
Front News საქართველო
ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა, სადაც ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.
"ასევე, განსაკუთრებით ვულოცავ გურულებს, რომლებსაც ეს დღე, მათ შორის ასეთი ღონისძიებებით, სხვანაირად პოზიტიურად აქვთ წარმოჩენილი. ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო, ძალიან დაძაბული ჭიდილი და ვულოცავ გამარჯვებულებს. ყველამ ერთად ვნახეთ, როგორი ემოციებით იღებენ ისინი ამ ყველაფერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




