მამუკა წოწერია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მამუკა წოწერია, მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო გოგოხიასთან ერთად, ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
“ქართული ოცნება” ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს საარჩევნო კამპანიას. დღეს ვიმყოფებოდით ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო გოგოხიასთან ერთად გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, შევჯერდით ოდიშის უპირველეს გამოწვევებზე. აღსანიშნავია რომ მოსახლეობა აყენებს პირველად საჭიროებად სანიაღვრე არხების მოწყობის, ასევე არის გარკვეულწილად წყალმომარაგების პრობლემა და ასახვა უახლოეს სამოქმედო გეგმებში მოხდება და მოსახლეობას ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაუწყდება”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ოდიშში, ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოფელი სრულად გაზიფიცირებულია, მოეწყო გზის რეაბილიტაცია.
თაგები:
მამუკა წოწერია

მამუკა წოწერია – მეორე ტური დასრულდება ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ეს იქნება ზუგდიდის და ზუგდიდელების გამარჯვება

მამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ზუგდიდის 23 სოფელში გამართა

ცოტნე ივანიშვილი ამბროლაურში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო