მამუკა ჟღენტი – ეს არის სიგნალი, რომ თუ ასე გაგრძელდება, ბევრად უფრო სერიოზული სანქციები იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ეს იყო ერთი მხრივ, სიმბოლური, მაგრამ მეორე მხრივ, სიგნალი და გარკვეული ნიშანი იმისა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ბევრად უფრო სერიოზული სანქციები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას არავინ ერჩის, მაგრამ უნდობლობას უცხადებენ და უარს ეუბნებიან ხელისუფლებას.
“საქართველოს მოსახლეობას არავინ არ ერჩის თავისთავად, მაგრამ უნდობლობას უცხადებენ და უარს ეუბნებიან ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ეს არ იყო პირველი, იქამდე იყო ინდივიდუალური სანქციები, რაც გამოიყენა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, ვიცი, რომ ევროკავშირის ბევრი სხვა სახელმწიფოც აპირებს ცალკეული ტარგეტირებული სანქციების მიღებას, მაგრამ უკვე ევროკავშირის მხრიდან ეს იყო ერთი მხრივ, სიმბოლური, მაგრამ მეორე მხრივ, სიგნალი და გარკვეული ნიშანი იმისა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ბევრად უფრო სერიოზული სანქციები იქნება”, – განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში კვლავ უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ, ხოლო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებზე შეზღუდვა ამოქმედდება.
თაგები:
მამუკა ჟღენტი

მამუკა ჟღენტი – თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია და ვერ აღწევს ფაქტია, უფრო დიდი ალბათობაა, რაღაც მოიმოქმედოს მოლდოვაში, მერე საქართველოში

პაატა ზაქარეიშვილი – თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება, ეს უფრო საშიში სიტუაციაა

მამუკა მდინარაძე – თუ 2030 წელს ევროკავშირი მზად იქნება, რომ მიიღოს საქართველო, საქართველო იქნება ყველაზე მზად და უფრო კარგ სიტუაციაში