მამუკა ჟღენტი - ეს რეზოლუცია რომ ჯერ კიდევ არსებობს ივანიშვილის პირობებში, ეს უკვე დადებითი, მაგრამ გასაკვირია


ავტორი
Front News საქართველო
საერთოდ, ეს რეზოლუცია რომ ჯერ კიდევ არსებობს ივანიშვილის პირობებში, ეს უკვე დადებითი, მაგრამ გასაკვირია, - ამის შესახებ დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი სახელმწიფო აპარატი, ყველაფერი არის მიმართული იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ივანიშვილის კერძო ინტერესი.
"საერთოდ, ეს რეზოლუცია რომ ჯერ კიდევ არსებობს ივანიშვილის პირობებში, ეს უკვე დადებითი, მაგრამ გასაკვირია.
ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი, ყველაფერი არის მიმართული იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ივანიშვილის კერძო ინტერესი, დაკმაყოფილდეს მისი ახირებები და მისი სურვილები.
ამ შემთხვევაში, რასაც საქართველოს მხარე ითხოვდა საემიროებისგან, ეს იყო ბაჩიაშვილი და საქართველომ რაში გაუცვალა ეს ყველაფერი, გარდა გაეროს ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობისა, ალბათ, ამას დრო გვანახებს", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, 49 ქვეყანამ კი თავი შეიკავა, მათ შორის - ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანმა, ისრაელმა, სერბეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა.
თაგები:
მამუკა ჟღენტი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა