მამუკა ჟღენტი - საქართველო ამოვარდნილია საერთაშორისო ნებისმიერი პროცესიდან, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში

ავტორი
Front News საქართველო
კონტექსტი არის ის, რომ საქართველო ამოვარდნილია საერთაშორისო ნებისმიერი პროცესიდან, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში, - ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ფასეულობების ინსტიტუტის" დამფუძნებელმა და დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ამოვარდნილია საერთაშორისო ნებისმიერი პროცესიდან.
"მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა შეიძლება საინტერესო ყოფილიყო "ქართული ოცნებისთვის" და მისი ამომრჩევლისთვის, ჩემთვის მისი გამოსვლა არ იყო საინტერესო, ის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და არც ის ადამიანია, რომელიც რაიმე ფუნქციას იკავებს, აქედან გამომდინარე, კონტექსტი არის ის, რომ საქართველო ამოვარდნილია საერთაშორისო ნებისმიერი პროცესიდან, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება" ახორციელებს, არის ქართველი მამაკაცების რაღაცისგან დაცვა. ეს არის რეალური პოლიტიკა, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალ-ყურს.
მე ვუსმინე უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც მწუხარებით აღნიშნა ის, რომ ევროპამ დაკარგა საქართველო. ეს იყო გზავნილი, რომ ის შეცდომები, რაც აქამდე იყო დაშვებული და გარკვეული შეცდომები დღესაც გრძელდება, ალბათ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ამასთან იყოს შესაბამისი ბრძოლა გამართული და რეალური ნაბიჯები გადადგმული", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
თაგები:
მამუკა ჟღენტი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


