მანუჩარ რობაქიძემ რევაზ სოხაძესთან ერთად თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ქ. თერჯოლის #1 საჯარო სკოლისა და ქ. თერჯოლის წყალმომარაგების სისტემის
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ხელმძღვანელმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს პროექტების კანონით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე და კონტრაქტორ კომპანიებს გარკვეული მითითებები მისცეს.
თაგები:
მანუჩარ რობაქიძე














