Logo

მანუჩარ რობაქიძემ სოფელ ღვანკითსა და ქვედა სიმონეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

რეგიონები
1810
Frontnews
მანუჩარ რობაქიძემ სოფელ ღვანკითსა და ქვედა სიმონეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ სოფელ ღვანკითსა და ქვედა სიმონეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად,ცენტრალური და  საუბნო გზების 5-კილომეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა, პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხებიც რეაბილიტირდება.

ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონების განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 200 000 ლარზე მეტია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები