Logo

მანუჩარ რობაქიძე “აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამაში“ ჩართულ პედაგოგებს და ბენეფიციართა მშობლებს შეხვდა

Frontnews image description

25 აპრილს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე წელს თერჯოლაში ამოქმედებული, ახალი სოციალური პროგრამის მონიტორინგზე იმყოფებოდა.

მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, “აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამაში“ ჩართულ პედაგოგებს და ბენეფიციართა მშობლებს შეხვდა და პირადად დაათვალიერა ის სამუშაო გარემო, სადაც აღსაზრდელებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სეანსები უტარდებათ.

ამ ეტაპისთვის, ახლად ამოქმედებული სოციალური პროგრამით მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 8 ბავშვი სარგებლობს.

“აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამა“ 2025 წელს მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, მერიის ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების ჩართულობით და ა (ა) იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.

თერჯოლის მერიის აღნიშნული პროგრამის სერვისებით სარგებლობა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ, 2-დან 16 წლამდე ასაკის  ბენეფიციარებს შეუძლიათ. პროგრამა საპილოტეა, მისი ბიუჯეტი 25 000 ლარია და ამ დროისათვის 10 ბენეფიციარის მომსახურებას ითვალისწინებს.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრას მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები