Logo

მარგუს ცაჰკნა - ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე

პოლიტიკა
137
Frontnews image description

ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბარიც კი აღარ მიდის.

"ესტონელებს ყოველთვის ღრმად აშფოთებდა ქართველი ხალხის მომავალი. ასევე ყველა სხვადასხვა დონეზე ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს, რისი მიღებაც სურს - ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა კი ამაზე არც კი ვსაუბრობთ და ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე. ამიტომ, ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმით, რაც საქართველოში ხდება", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები