Logo

მარგუს ცაჰკნა - რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს

პოლიტიკა
139
Frontnews image description

რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს,  - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

მისივე თქმით, ესტონელი ხალხი თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ჩვენ მათ რეფორმებს მხარს ვუჭერდით. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ. ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ. ეს ძალიან საშიშია. ესტონელი ხალხი თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

Advertisement