
ავტორი
Front News საქართველო
DMO იმერეთი ქუთაისში მყოფ უკრაინელ ტურისტებს დახმარებას პირდება, – ამის შესახებ Front News-ს ცენტრის ხელმძღვანელმა მარი დევიძემ განუცხადა.
“DMO იმერეთი სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, რომ არცერთი უკრაინელი ტურისტი არ დარჩება უყურადღებოდ. ჩვენ ერთნი ვართ ამ ბრძოლაში, ჩვენი ტკივილი და საფრთხე იდენტურია, ამიტომ მოვუწოდებთ ქუთაისში დარჩენილ თითოეულ უკრაინელ ტურისტს, მოგვმართონ. ამასთან, ვთხოვთ კერძო სექტორს, თუ ვინმეს ყავს უკრაინელი ტურისტები, მოახდინონ მათი ინფორმირება, რომ თუ საჭიროებენ დახმარებას, DMO იმერეთი მზადაა ამ დახმარებისთვის. თავის მხრივ, ჩვენ გვიკავშირდებიან სასტუმროები, რომლებიც უფასო მომსახურებას სთავაზობენ უკრაინელ ტურისტებს” , – განაცხადა მარი დევიძემ.
მისივე თქმით, მათთან დაკავშირება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 591270627, 032 237 00 00.
მსურველებს ასევე შეუძლიათ მივიდნენ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, სადაც გაუწევენ სათანადო დახმარებას.
თაგები:
მარი დევიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს