
ავტორი
Front News საქართველო
იმ დიაგნოზებზე შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმდებოდა, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მრდიკამენტების ნაწილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა, მოხმარებაში არის, თუმცა შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან.
“დასკვნაში ცხადად არის ასახული, რომ იგი მუდმივად იღებს საშუალოდ 9-დან 14-მდე მედიკამენტს. ეს ყველაფერი ამძიმებს მის დიაგნოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სრულიად შეუსაბამოა მის საჭირო მკურნალობასთან.
საქართველოში გარკვეული მედიკამენტები მოხმარებაში არის, თუმცა ამერიკელების თვალსაზრისით, ეს მედიკამენტები მისი დიაგნოზის შესაბამისი არ იყო, ვინაიდან დიაგნოზების წარმომავლობა დაზუსტებული არ არის. შესაბამისად, ეს მკურნალობა არამიზნობრივია. გარკვეული დიაგნოზით ბნელ ოთახში მიმდინარეობდა დიაგნოსტიკა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
თაგები:
მარიამ ჯიშკარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს