Logo

მარიამ ქვრივიშვილი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საზოგადოება
91
Frontnews
მარიამ ქვრივიშვილი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.

ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, ადამიანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად, მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურა ქართულ ჟურნალისტიკასა და ფოტოხელოვნებას.

ვუსამძიმრებ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ საზოგადოებას ამ უდიდესი დანაკლისის გამო", - წერს ქვრივიშვილი.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები