
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ქვეყანაში დარჩა რეგულაციები, როცა შეზღუდვები მოიხსნა – პირბადე, დისტანცირება და თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება. ეს სამივე რეგულაცია თუ კარგად აღსრულდება ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის გარკვეულწილად უკუსვლა, გაუმჯობესება.
სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები. ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები მიიღებენ.
იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები დაცულები იყვნენ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. აღსრულება არ უნდა გვჭირდებოდეს რეგულაციების შესრულებისთვის. ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ სიტუაციას დავაღწიოთ თავი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს