Logo

მარკ რუტე 8 აპრილს დონალდ ტრამპს შეხვდება

მსოფლიო
168
Frontnews image description

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

ალიანსის განცხადების თანახმად, რუბიოს ვიზიტი ვაშინგტონში 8-დან 12 აპრილამდე გაგრძელდება. პირველ დღეს, მოსალოდნელია, რომ ის შეხვდება აშშ-ის ლიდერს და მისი გუნდის წარმომადგენლებს.

"8 აპრილს გენერალური მდივანი შეხვდება დონალდ ტრამპს, ასევე სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს და თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

9 აპრილს, რუტე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღებს რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში. 

10-დან 12 აპრილამდე გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს ბილდერბერგის კლუბის შეხვედრაში.

აშშ-ის ალიანსიდან შესაძლო გასვლის შესახებ დისკუსიები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორგანიზაციას ღიად "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა. მან ევროპელი პარტნიორები დაადანაშაულა იმაში, რომ არ სურდათ სამხედრო პასუხისმგებლობის აღება. სიტუაცია 2026 წლის 1 აპრილს გამწვავდა, როდესაც თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნატოდან გასვლის საკითხს განიხილავდა. ამის მიზეზი მოკავშირეების უარი იყო ირანის წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის მხარდაჭერაზე, რასაც ტრამპი საერთო უსაფრთხოების ინტერესების ღალატად მიიჩნევს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები