მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის და მათ შორის რუსეთის წინაშე

ავტორი
Frontnews საქართველო
ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის და მათ შორის რუსეთის წინაშე, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო.
"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის და მათ შორის რუსეთის წინაშე.
ის ისტორიული ფაქტი კი დანამდვილებით ვიცით, თუ როგორ უღალატა რუსეთიდან საქართველოში “დასახმარებლად” გამოგზავნილმა გენერალმა ტოტლებენმა ქართველებს ასპინძის ბრძოლაში და დახმარების ნაცვლად დედაქალაქის დაკავება განიზრახა. ამისათვის, სულმნათმა მეფე ერეკლემ კუდით ქვა ასროლინა!
P.S. საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!", - წერს მეუფე გიორგი ჯამდელიანი.





