
ავტორი
Front News საქართველო
მარნეულში გამართულ აქციაზე პოლიცია და ფერმერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილე ფერმერების განცხადებით, მათ პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.
მათი თქმით, ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე მისი მოყვანა უჯდებათ.
ფერმერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევდათ, საბოლოოდ კი დაპირისპირებაში გადაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის ხელის შეშლა ედებათ ბრალად.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს