Logo

მარნეულში ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს

სამართალი
193
Frontnews
მარნეულში ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის ივლისში ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ ქალი მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა.

დაკავებული მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები