მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2012-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2059, მათგან 1404 მძიმე მდგომარეობაშია


ავტორი
Front News საქართველო
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2012 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 2059 ადამიანი, მათგან 1404 მძიმე მდგომარეობაშია.
მანამდე ცნობილი იყო 1,3 ათასი დაღუპულისა და 1,8 ათასი დაშავებულის შესახებ.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები ცხრა პროვინციასა და პრეფექტურაში არიან.
7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა მაროკოში 1960 წლის შემდეგ. მაშინ 12 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
მაროკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს