მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა


ავტორი
Front News საქართველო
მაროკოში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა კიდევ ასობით ადამიანი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 1037 და დაშავებულია 1204 ადამიანი, მათ შორის 721 მძიმე მდგომარეობაშია.
მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო მეტი იქნება, რადგან სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. ოფიციალური პირების თქმით, მსხვერპლის უმეტესობა მიუწვდომელ მთიან რაიონებში იყო.
7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ ეს იყო ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა მაროკოში 1960 წლის შემდეგ. მაშინ 12 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
მაროკო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს