
ავტორი
Front News საქართველო
რასაკვირველია, ქართველი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ფინანსური დახმარება გართულდა.
"რასაკვირველია, ქართველი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა, მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“, - განაცხადა მარტა კოსმა.
ბრიუსელში გაფართოების ფორუმი გაიხსნა, სადაც საქართველო არ არის მიწვეული.
თაგები:
მარტა კოსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს