Logo

მარტა კოსი - საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა

პოლიტიკა
196
Frontnews image description

საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით, რომელიც არასდროს არ ყოფილა არცერთ კანდიდატ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა.

მისივე თქმით,საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს საკუთარი მოქალაქეების ევროპული მომავლის მოთხოვნას. 

"საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით, რომელიც არასდროს არ ყოფილა არცერთ კანდიდატ ქვეყანაში. ვნახეთ კანონის უზენაესობის სწრაფი განადგურება და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს საკუთარი მოქალაქეების ევროპული მომავლის მოთხოვნას. 

ევროპული საბჭო შარშანდელი დასკვნების შემდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა ინტეგრაციის პროცესის შეჩერება და ფუნდამენტურ ღირებულებებზე საქართველოს უწყვეტი უკუსვლის ფონზე. ევროკომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ნომინალურად მიიჩნევს. მომდევნო წელიწადი იქნება ჭეშმარიტების მომენტი ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის. 

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით გამოწვეული გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერების თაობაზე ევროკომისიის შარშანდელი დასკვნის შემდეგ და ქვეყანაში განგრძობითი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა", - განაცხადა მარტა კოსმა.

ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს EU-სთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა. ანგარიში მოიცავს 1 სექტემბრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს და აღწერს პრობლემებს დემოკრატიის, მართლმსაჯულების, მედიაპლურალიზმისა და სამოქალაქო ცხოვრების სფეროებში.

თაგები:

მარტა კოსი
Advertisement