
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.
კერძოდ, B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან კანდიდატმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროს.
ასევე, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში დაჯავშნონ.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.
კიდევ ერთი ცვლილება, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან შევა ძალაში. არსებული წესით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ხოლო, ცვლილების ამოქმედების
შემდგომ, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.
თაგები:
მართვის მოწმობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს