მაშველებმა ხარაგაულში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ხარაგაულის სოფელ მარელისში მეწყერში მოყოლილი 77 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და კინოლოგები იყვნენ ჩართული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 1 ივლისის ღამეს დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, როცა მიწა ჩამოიშალა და მოიყოლა.
ადგილზე მეწყრული პროცესები ისევ ვითარდება, ყოველი გაწმენდის შემდეგ მიწის მასა ისევ სარკინიგზო ქსელზე ჩამოდის და ლიანდაგებს ქვა-ღორღით ფარავს, რის გამოც სარკინიგზო გადაადგილება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს