Logo

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მანქანა ამოიყვანეს, დაღუპულია ერთი ადამიანი

შემთხვევა
311
Frontnews image description

მაშველებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს.

 

დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი.

 

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

არსებული ინფორმაციით, მანქანამ მეტეხის ხიდზე არსებული ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა.

 

მაშველები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

თაგები:

მტკვარი
Advertisement