Logo

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი იპოვეს

საზოგადოება
350
Frontnews image description

მტკვარში მაშველებმა გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.

14 მაისს თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა და „ფორდის“ მარკის ავტომანქანა მტკვარში გადავარდა.

მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა მოახერხეს, სამი კი დაიღუპა. ამ დროისათვის სამივე ცხედარი ნაპოვნია.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

Advertisement