Logo

მასიმო დანჯელო – გვინდა, რომ ამ საკითხში ჩაერთონ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები

პოლიტიკა
1545
Frontnews image description

ჩვენ საქართველოს ვაძლევთ ათობით მილიონ დოლარს, რათა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, ეს არის უკუსვლა და ეს ფინანსური მხარდაჭერა უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ განაცხადა. 

 

“ექიმები ძალიან არიან შეშფოთებულები. როგორც ამ ვიდეოში ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული, მას აქვს გონების ხშირი კარგვა, ტვინი აქვს დაზიანებული, პერიფრონტარულ წილის ქერქში თეთრი ნივთიერების შემცირება აღინიშნება. ეს ყველაფერი ტესტების შედეგად დადგინდა. მე ვიყავი საქართველოში ჩვენი ექსპერტი ნევროლოგის თანხლებით, რომელიც კონგრესის საპატიო მედლის მფლობელია. ჩვენ ავუღეთ მას თმისა და ფრჩხილების ანალიზები, შემდეგ კი ისინი გამოვაგზავნეთ ამერიკის ლაბორატორიაში, სადაც დადასტურდა, რომ მის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები, მათ შორის დარიშხანი და ვერცხლისწყალი.

 

ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მან საგრძნობლად დაიკლო წონაში. დღეს პოლონეთის პრეზიდენტი და 27 ქვეყნის ლიდერი უცხადებს მას სოლიდარობას და მოითხოვს მის გათავისუფლებას. რამდენიმე ქვეყანა არის მზად, რომ ის მიიღოს სამკურნალოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გამოთქვა მსგავსი მზადყოფნა. სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ და უნდა გაიაროს დეტოქსიფიკაციის პროცესი. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დღესვე გადაიყვანენ, არავინ იცის, დაუბრუნდება თუ არა ის ძველებურ მდგომრეობას და აღდგენა თუ არა მისი ტვინის ფუნქციონირება ბოლომდე.

 

ეჭვი არ არის, რომ ეს რუსეთის შურისძიებაა. ეს არის ბოროტისა და კეთილის ბრძოლის მაგალითი. პოლიციური სახელმწიფოსა და თავისუფალი სახელმწიფოს ბრძოლის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს, რომ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის მამაა, მან მოახდინა ძალაუფლების არაძალადობრივი გადაცემა მოწინააღმდეგისთვის და ეს მოხდა პირველად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მან მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება ამჟამინდელ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შექმნილია და რომელიც პუტინის მარიონეტია საქართველოში. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ, რომ ამ საკითხში ჩაერთონ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. ჩვენ საქართველოს ვაძლევთ ათობით მილიონ დოლარს, რათა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგრამ დღეს, რასაც ვუყურებთ, ეს არის უკუსვლა და ეს ფინანსური მხარდაჭერა უნდა შეჩერდეს”, – აცხადებს ადვოკატი დანჯელო. (“მთავარი“)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები