მასკი - ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, რა უმადურობაა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპსა და მის მრჩეველ ილონ მასკს შორის კონფლიქტი მწვავდება. მასკმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერის გარეშე ტრამპს შესაძლოა, არჩევნები წაეგო.
"ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატები გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო რესპუბლიკელებს სენატში 51/49 ადგილი ექნებოდათ. რა უმადურობაა!“, - წერს მასკი.
ილონ მასკს და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების მიზეზი ხარჯების შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს.
კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
მილიარდერმა მასკმა გააკრიტიკა გადასახადებისა და ხარჯების შესახებ კანონპროექტი და განაცხადა, რომ მას აღარ შეეძლო დუმილი, დოკუმენტს კი "ამაზრზენი სიბინძურე“ უწოდა.
ამის შემდეგ ტრამპმა საჯაროდ გააკრიტიკა მასკი. აშშ-ის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოდესღაც მილიარდერს უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა ღრმად იმედგაცრუებულია.
თაგები:
ილონ მასკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა