მდინარე ხობისწყალში მოზარდი დაიხრჩო, დედას კი ამ დრომდე ეძებენ

გაზიარება
ავტორი
Front News საქართველო
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში მოზარდი დაიხრჩო, დედას კი ამ დრომდე ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.
ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენეს.
დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.





