Logo

მე-13 ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე სწავლება დაასრულა

სამხედრო
338
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ტაქტიკური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. საველე სწავლება არტილერიის საინჟინრო ქვედანაყოფის და ავიაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

სწავლების მიმდინარეობას გაეცნო აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე.

საველე ტაქტიკური სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორ ფაზად ჩატარდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფების მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

Advertisement