მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა


ავტორი
Front News საქართველო
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ბატალიონის III ქვეითმა ასეულმა, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოს“ სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა.
სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონის დაკავების, ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.
სიტუაციური სწავლების მიზანი იყო ქვედანაყოფის მომზადება კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით.
თაგები:
წვრთნა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა