
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა "პალდოზე“ მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს.
რეზერვისტებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიმართა, ფიცის დადება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.
ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და რეზერვისტების ოჯახების წევრები დაესწრნენ.
ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან. ისინი ტერიტორიული თავდაცვის რეზერვში ოთხი წელი იმსახურებენ და წლის მანძილზე 45 დღემდე საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტები თეორიულ ცოდნას მიიღებენ, ასევე საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან და კრიზისებზე რეაგირების უნარებს განივითარებენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს