Logo

მედიის ინფორმაციით, მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტით უკრაინას ეწვევა

უკრაინა
525
Frontnews image description

გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტით უკრაინას ეწვევა, – ამის შესახებ Welt წერს.

გამოცემის ცნობით, მერცი ვიზიტი 9 მაისს კიევში დაგეგმილ “მსურველთა კოალიციის” სამიტს დაემთხვევა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივის ნაწილია.

სამიტზე ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ჩასვლას.

ფრიდრიხ მერცი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში 2024 წლის დეკემბერში. მაშინ ის გერმანიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით იყო ჩასული და ზელენსკის შეხვდა.

მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობას სავარაუდოდ, 6 მაისს დაიკავებს.

Advertisement