Logo

მედიის ცნობით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს

მსოფლიო
436
Frontnews
მედიის ცნობით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს

შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.

 

ინფორმაციას  ტელეგრამ-არხი 1ADAT ევროპიდან და ჩეჩნეთიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აბდურახმანოვი შვედეთში 1-2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. 

 

“ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მისი [აბდურახმანოვის] გარდაცვალებას, ხოლო მისი ძმა მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს“, – აღნიშნულია ოპოზიციური ტელეგრამ-არხის განცხადებაში.

 

ძმები კონტაქტზე 2 დეკემბრის შემდეგ აღარ გამოსულან, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ბლოგერი შესაძლოა, მოკლეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები