Logo

მედვედევი - 9 მაისს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ კიევი 10 მაისს გადარჩება

უკრაინა
13 საათის წინ / 16:41
Frontnews image description
© CNN

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა 9 მაისს მოსკოვზე იერიშს განახორციელებს, არავინ იძლევა გარანტიას, რომ 10 მაისს კიევი გადარჩება.

პუტინმა "გამარჯვების დღის" აღსანიშნავად, 7 მაისიდან სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. 9 მაისს პუტინი რამდენიმე ლიდერს მასპინძლობს მოსკოვში, მათ შორისაა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.

მოსკოვის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ამას დათანხმდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღე გაგრძელდება, რაც პუტინმა რამდენჯერმე გამორიცხა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ, რუსეთთან ომის გაგრძელების გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია, გარანტია მისცეს იმ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მოსკოვში 9 მაისის ტრადიციულ გამარჯვების აღლუმზე დასასწრებად ჩადიან.

"ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან თქვენს უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, ჩვენ არანაირ გარანტიას არ მოგცემთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

"ზელენსკი ხვდება, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ კიევი 10 მაისს გადარჩება“, - აცხადებს მედვედევი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები